LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფასო სადილი სკოლებში, 100 ლარი პენსიონერებს, 100 სტუნდენტი საზღვარგარეთ სასწავლებლად – რა ეკონომიკური ბერკეტი აქვს მელიას ამ დაპირების შესასრულებლად / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

12
56789-2021-10-22-15-06-23-298261

რა ფინანსური ბერკეტი აქვს კანდიდატს, შეასრულოს ის დაპირებები, რომელიც მერიის ფუნქციებს სცილდება? წინასაარჩევნო დაპირებების ეკონომიკური ანალიზი – „ფორტუნას“ გადაცემაში „ბიზნესკურიერი“ გიორგი კეპულაძესთან ერთად.
გადაცემის სტუმარია ნიკა ობოლაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. 20 მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში დაპირისპირება ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატებს შორის გაიმართება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ თბილისში გაიმართება. რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში გამოჩნდა ბანერები, რომელზეც ნიკა მელიას ფოტოსთან ერთად 3 დაპირებაა გამოსახული. უფასო სადილი თბილისის ყველა საჯარო სკოლაში, 100 ლარიანი დანამატი ყველა თბილისელ პენსიონერს ყოველთვიურად და 100 სტუდენტის სასწავლებლად საზღვარგარგარეთ გაშვება ყოველწლიურად.

განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია უფასო კვების თემამ. ზოგმა იდეოლოგიურად გააკრიტიკა, ზოგმა თქვა მერს ამის უფლება მაინც არ აქვსო, თუმცა უმრავლესობას მგონი მაინც მოეწონა ეს იდეა.

როგორ გეგმავს ამ სოციალური დაპირების შესრულებას ნიკა მელია, ამ თემაზე ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა ობოლაძეს ვესაუბრებით.

– მე არ გეკითხებით, კარგია, თუ ცუდი ეს დაპირება, რა ბერკეტი აქვს მერს, რომ შეასრულოს დაპირება და რეალურად უზრუნველყოს ყველა მოსწავლის სალდილით გამოკვება.

ნორმალურ ქვეყნებში განათლების სისტემა უნდა იყოს  დეცენტრალიზირებული. ჩვენთან განათლების სამინისტროს ექვემდებარება ყველა სკოლა. გააჩნია, რა პოლიტიკური ვითარებაა ქვეყანაში, გააჩნია ვინ არის საკრებულოში.

თუ გავიხსენებთ თუნდაც სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდს, მაშინაც იყო სხვადასხვა დახმარებები, ბავშვებს უფასო წიგნები გადაეცათ, საპენსიო დანამატი გაეზარდათ პენსიონერებს და ა.შ. კახა კალაძემ 60 მილიონი ლარი მოიპარა  და ნაცვლად იმისა, რომ არ მოიპაროს და გამოყოს თანხები, რომ საჯარო სკოლებში  კვება ბავშვებისთვის უფასო იყოს.

მთავარია ორი ფაქტორი:

1.ჩვენ გამოვყოფთ ამისთვის დაფინანსებას.

2. როდესაც ქვეყანაში იცვლება პოლიტიკური მმართველობა,  ამ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენელი ხდება ხელისუფალი და შეუძლებელია, სწორი მიზნის განხორციელებაში მას ხელი ვინმემ შეუშალოს. ჩვენ გამოვყოფთ დაფინანსებას, ჩვენ შევამცმირებთ და გავაუქმებთ კორუფციას და ჩვენი პოლიტიკური ნება იქნება ის, რომ მოსწავლეებს კვების შესაძლებლობა ჰქონდეთ საჯარო სივრცეებში.

– თუ გაქვთ დათვლილი ეს რა შეიძლება, რომ დაჯდეს?

რა თქმა უნდა. თბილისის ბიუჯეტი არის 1 მილიარდ  250  მილიონი ლარის თანხებში. ძალიან სოლიდური თანხა არის ეს. დაახლოებით 8  მილიონ ლარზე არის საუბარი კვების უზრუნველყოფისთვის.

ეს თანხა საკმარისია იმისთვის, რომ (ეს მთელი ბიუჯეტის 6-7 %-ია) რომ უზრუნველყონ საჯარო სკოლებში კვება.

გარდა იმისა, რომ ქალაქი უნდა განვითარდეს, კორუფცია არ უნდა იყოს და ქალაქის ბიუჯეტიც გაიზრდება მას მერე, რაც ხელისუფლება შეიცვლება და ბიუჯეტის ზრდა იქნება. არსებული რესურსებითაც, რაც არის, თავისუფლად შეიძლება ამის უზრუნველყოფა.

იმიტომ რომ ეს ნიშნავს არამხოლოდ სოციალურ ხარჯს, (ჩვენ ქვეყანას აქვს უზარმაზარი სოციალური ხარჯები), ეს არის ყველაზე უფრო ჰუმანპური აქტი – შიმშილის გრძნობის გაქრობა. მით უფრო, როდესაც ეს ბავშვებს ეხება. ანუ ეს არის როგორც სოციალური ხარჯი, ასევე ეს არის განათლების გასაუმჯობესებლად გაღებული ხარჯი.

– რადგან თქვენ წარმოადგენთ „ნაციონალურ მოძრაობას“ გკითხავთ, სხვა მუნიციპალიტეტში და სხვა ქალაქებში, სადაც მეორე ტური იმართება, თუ იქნება მსგავსი დაპირებები. 

ახლა უბრალოდ თბილისის თემა გაჟღერდა. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში იზიარებენ მსგავს მიდგომას ბიუჯეტიდან გამომდინარე, თუნდაც საპენსიო დანამატებთან დაკავშირებით. იქ შეიძლება ვერ იყოს ამდენი საპენსიო დანამატი, მაგრამ იქ ცხოვრების ღირებულებაც ნაკლებია.

ამიტომ მიდგომა, რაც არის სამ დაპირებასთან დაკავშირებით, ამ მიდგომას იზიარებენ სხვა მუნიციპალიტეტებიც, უბრალოდ ბიუჯებთან შესაბამისობაში.

– მესმის, რომ თბილისს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ მეტი თანხა გამოყოს ამ მიმართულებით, რადგან საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი. სხვა მუნიციპალიტეტებშიც იქნება გადაცემის ეფექტი. კოალიციური მთავრობა შესთავაზეთ ამომრჩეველს. თვითონ  კოალიციაში ხომ არ იყო ამ დაპირებებთან გარკვეული წუხილი და დაპირისპირება? რამდენად შეთანხმებულია ეს გადაწყვეტილება ერთმანეთთან გუნდში. 

რა თქმა უნდა, არის აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ დღეს  საკითხი დგას ასე, გვინდა თუ არა ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ იპარავს და სხვას არაფერს აკეთებს? ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიისთვის მიუხედავად იმისა, იყო მათთვის ეს პრიორიტეტი თუ არა, არ თქვეს უარი კოალიციაზე.

პირიქით, პოლიტიკურ პარტიებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ უნდათ, მიაღწიონ საკუთარ მიზნებს,  პირველ რიგში, „ქართული ოცნებაა“ დასამარცხებელი.

საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, მინიმუმ 2/3 -ს აღარ სურს ცხოვრების ასე გაგრძელება და უნდა ცვლილებები. შესაბამისად ის კოალიციური გაერთიანება, რაც თბილისში იყო, წარმოადგენს საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას და ჩვენი მიზანი არის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება და ამით უნდა გავაღრმავოთ ცვლილებების მუხტი.

პირველ ტურში ჩვენ შევძელით ის, რომ ბევრ დიდ ქალაქში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს და შევძელით ის, რომ პირველ ადგილზე გავიდნენ ოპოზიციის კანდიდატები. მეორე ტურში ეს ცვლილებები უნდა გავაღრმავოთ, თბილისს და სხვა ქალაქებს ეყოლებათ კოალიციური მთავრობა მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ და უკვე შემდეგ ცენტრალური ხელისუფლებაც უნდა იყოს კოალიციური.

ჩვენი ქვეყანა არის იმ კონდიციამდე მისული, რომ ახალ ერთპარტიული მმართველობიდან, მრავალპარტიულ მმართველობაზე უნდა გადავიდეთ.

– დეცენტრალიზაციის თემაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. თავიდანვე აღნიშნეთ, რომ განათლების სისტემა უმჯობესია, დეცენტრალიზებული იყოს და თვითმმართველობებს ჰქონდეთ განსაკუთრებული უფლებები მათ რეგიონებში განთავსებულ საჯარო სკოლებში. სამწუხაროა, რომ ბევრი საკითხის გადაწყვეტა ამ ქვეყანაში დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. 

ვიღაცას შეიძლება, ძალიან კარგი იდეა ჰქონდეს, მაგრამ უბრალოდ არ განხმორციელდეს იმიტომ, რომ პოლიტიკურად ვერ ჯდება იმდროინდელი პოლიტიკური მმართველის ინტერესებში. თვითმმართველობების გაძლიერება ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩნდება კონკურენცვია, არა იმის გამო რამდენ ხმას მიიტანს მმართველ გუნდში, არამედ რამდენ ინვესტიციას მიიზიდავს თავის რეგიონში. პირობითად ოზურგეთი უფრო მეტ ადამიანს დაასაქმებს, თუ ლანჩხუთი… 

საქართველოში თვითმმართველობა ფაქტობრივად არ არსებობს, იმიტომ არ არსებობს, რომ ის არის ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელება და გამოყენებულია  პარტიული სტრუქტურებისა და პარტიული აქტივის შესაქმნელად. მათ შორის კორუფციისთვის, ატკატებისთვის და ა.შ. რა თქმა უნდა, დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანი თემაა. იმისთვის, რომ რა რესურსებიც გვაქვს, გამოყენებული იყოს აბსოლუტურად ეფექტიანად გამოყენებული.

ამაზე კოალიციის ყველა პარტია თანხმდება. თვითმმართველობა უნდა იყოს ძლიერი და დეცენტრალიზებული. განათლების სისტემაში თვითმმართველობის როლი მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, როდესაც თქვით, რომ მთვარია პოლიტიკური ნება, როდესაც რაღაც იდეები არსებობს.

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს ერთადერთი პოლიტიკური ნება –  აკეთოს ბიზნესი,  მისთვის არც ქვეყანა არსებობს, არც სახელმწიფო, მათთვის საქართველო არის ბიზნესი. აკეთებენ ფულს და ამ ფულის ნაწილს ხარჯავენ იმაზე, რომ ბიზნესი შეინარჩუნონ.

ჩვენ ეს ბიზნესი მათ უნდა წავართვათ და უნდა ვაქციოთ ჩვენ სამშობლოდ და ქვეყნად, რომელსაც განვავითარებთ და განვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს და როდესაც ჩვენ მედიაში რაიმე პროექტებზე ვისაუბრებთ, არაადეკვატურები აღარ გამოვჩნდებით.  როდესაც გიჭერენ და გებრძვიან, როდესაც მუდმივად პოლარიზაციაა დღის წესრიგში, შენ ვერ საუბრობ კონკრეტულ დღის წესრიგზე.

წლები გავიდა ისე, რომ პრობლემებზე ვერ ვსაუბრობთ და პოლიტიკოსები  ვსაუბრობთ მხოლოდ ერთმანეთზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g