LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფასო სასადილოების პროგრამაში დამატებით 3 500 მოქალაქე ჩაერთვება: კალაძე

74
1580889072-კალაძე-კახა-2

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომლოდინე ადამიანების რაოდენობა გავანულოთ და მათაც მივცემათ შესაძლებლობა, ჩაერთონ  უფასო სასადილოების პროგრამაში”, – ამ გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, დღეს, დედაქალაქის მერმა ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ რთულ ვითარებაში თანადგომა და მხარდაჭერა ქალაქის თითოეული მაცხოვრებლისთვის არის პრიორიტეტული.

“უფასო სასადილოების სახით ვეხმარებით იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვისაც მართლა ძალიან უჭირს და მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება.

ამ პროგრამებს ჰყავს მომლოდინე ადამიანების რაოდენობა. ჩვენ 40 000-მდე ბენეფიციარს ვაკმაყოფილებთ ამ პროგრამით და  დაახლოებით, 3 500 ადამიანი არის მოლოდინის რეჟიმში, რომ ისარგებლოს ამ კონკრეტული უფასო სასადილოებით”, – განაცხადა კალაძემ.