სტამბოლის ტური უფასოდ – თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ი მომხმარებელს სპეციალურ აქციას სთავაზობს, რომელიც ვრცელდება იმ მგზავრებზე, რომლებსაც აეროპორტში მოცდა 6 სააათზე მეტხანს უწევთ.
აღსანიშნავია, რომ ეს აქცია სიახლე არ არის და მას ავიაკომპანია მომხმარებელს უკვე წლებია სთავაზობს. აქციით სარგებლობისთვის კი საჭიროა, რომ მგზავრს ტრანზიტული ბილეთი ჰქონდეს. ამასთან, აუცილებელია მგზავრის ლოდინის პერიოდი არ აღემატებოდეს 24 საათს, ამასთან, ის უნდა მგზავრობდეს ავიაკომპანიის რეისით ორივე გზაზე.
ტრანზიტულ მგზავრებს, რომელთაც ფრენა იმავე დღეს აქვთ, შეუძლიათ დრო უფასო სასტუმროში გაატარონ, მათ ასევე შეუძლიათ აირჩიონ ქალაქის დათვალიერებაც.
ის ვინც სასტუმროში განთავსებას, სტამბოლის დათვალიერებას არჩევს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ქალაქის ტური სულ მცირე 4 საათიანია. არის ასევე ტურები, რომლებიც დილიდან ღამის 23:00 საათამდე გრძელდება, მგზავრებს ინგლისურენოვანი გიდი უწევს მეგზურობას. ტური მოიცავს მუზეუმებს, ისტორიულ ადგილებსა და რელიგიურ დაწესებულებებს.
სტამბოლის ტური უფასოდ: როგორ ვისარგებლოთ Turkish Airlines-ის აქციით?
სტამბოლის ტური უფასოდ – თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ი მომხმარებელს სპეციალურ აქციას სთავაზობს. აქცია ვრცელდება იმ მგზავრებზე, რომლებსაც აეროპორტში მოცდა 6 სააათზე მეტხანს უწევთ. როგორც ”ფორტუნას” Turkish Airlines-ის საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს, ამ აქციას ავიაკომპანია მომხმარებელს უკვე წლებია სთავაზობს. აქციით სარგებლობისთვის კი საჭიროა, რომ მგზავრს ტრანზიტული ბილეთი ჰქონდეს. ამასთან, აუცილებელია მგზავრის ლოდინის პერიოდი არ აღემატებოდეს 24 […]

უფასო ტურების განრიგი:
T01 08:00–11:30 – მიმოხილვითი ექსკურსია, რომლის დროსაც სტამბოლის ღირშესანიშნაობებს ძირითადად ავტობუსიდან მოინახულებთ. ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილზე 10-20 წუთიან გაჩერებას.
T02 08:30–15:00 – ექსკურსია, რომლის დროსაც ძირითადი სანახაობების დათვალიერებასთან ერთად საუზმით და სადილით გაგიმასპინძლდებიან.
T03 08:30–18:00 – ამ ექსკურსიაში შედის საუზმე, ვახშამი და სტამბოლის ძირითადი ღირშესანიშანაობების დათვალიერება.
T04 12:00–18:00 – ექსკურსია, რომლის დროსაც სტამბოლის ღირშესანიშნაობებთან ერთად დაათვალიერებთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს.
T05 16:00–21:30 – საფეხმავლო, სასეირნო ექსკურსია, რომლის დროსაც უამრავ ღირშესანიშნაობის მონახულების შემდეგ ვახშამით გაგიმასპინძლდებიან.
T06 18:00–23:00 – კრუიზი ბოსფორზე და ვახშამი.

ცნობისთვის, უფასო ტურის მისაღებად უნდა გახვიდეთ აეროპორტის მოფრენის საერთაშორისო ზონაში და იპოვოთ სტენდი წარწერით Tour Istanbul.
შეგახსენებთ, თურქული ავიაკომპანია ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაფრინავს. საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია 300-ზე მეტი მიმართულებით გაფრენა.
