LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს’’- მეწარმეებისთვის ახალი პროექტი იწყება

58
pjimage-64

საქართველოს სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის ახალ პროექტს ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს’’იწყებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ონლაინ ვაჭრობის განვითარებას.

კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ყველა მეწარმეს, რომელსაც სურს გაყიდოს საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით. კონკურსში გამარჯვებულ 100 მეწარმეს უფასო ვებგვერდი გადაეცემა.

სავაჭრო პალატა 100 გამარჯვებული მეწარმისთვის უზრუნველყოფს: უფასო ვებგვერდის დამზადებას, ვებგვერდის მართვის უფასო ტრენინგს, 1 წლიან უფასო დომენს, 1 წლიან უფასო ჰოსტინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მონაწილეების მსურველებმა უნდა შეავსონ მოკლე კითხვარი. განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ოქტომბერი. პროექტი ხორციელდება მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g