LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უფლის იმედი გვაქვს, მთელი საქართველო ამ ბავშვისთვის ლოცულობს…“ – როგორია აბაშაში, ავარიის დროს დაშავებული ლიკა კუჭუხიძის მდგომარეობა

5023
ლიკა კუჭუხიძე

აბაშაში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა – 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა, მისი მეუღლის – ლიკა კუჭუხიძის მდგომარეობა კი ამ დრომდე უმძიმესია.

„რატომ დააშორე უფალო ეს ბედნიერი ბავშვები ერთმანეთს“ – სამტრედია-აბაშის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა

ლიკა კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ფორტუნასთან“ დაშავებული ახალგაზრდას ოჯახის ახლობელი საუბრობს და ამბობს, რომ ლიკა ამ დრომდე კომაში იმყოფება.

„მეგობრებო, თხოვნაა გააზიაროთ ვისაც გული შეგტკივათ ყველამ ერთობლივად ვილოცოთ ლიკას(ანასტასიას) გადასარჩენად“ – სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი ვრცელდება

„ექიმებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. უმძიმესი პაციენტია. ბავშვი კომიდან ვერ გამოდის, ოპერაცია გუშინ გაუკეთეს. საწყალი დედამისი, იტალიაში იყო, საქართველოში გუშინ დაბრუნდა. მამამისს წუხელ ვესაუბრე და მითხრა, თავის ტვინში შეშუპება წავიდაო…

ვნახოთ, არ ვიცი, რა იქნება… უფლის იმედი გვაქვს, ყველა, მთელი საქართველო ამ ბავშვისთვის ლოცულობს. ბაჩოს დედასაც მხოლოდ ეს ერთი შვილი ჰყავდა“, – ამბობს ოჯახის ახლობელი „ფორტუნასთან“.

„ახლახან შექმნა ოჯახი, ცოლი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია“ – ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელიც აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g