LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგემოვნობის 6 ნიშანი

129

კოკო შანელი ამბობდა, რომ კარგი გემოვნება უსასრულოა, უგემოვნობას კი აქვს საზღვრები. ყველაფერში „დამნაშავე“ ინფორმაციის სისწრაფე და მოცულობაა – მუდმივად ცვალებადმა ტენდენციებმა, ქუჩის სტილმა და სხვა კულტურის გავლენამ თავ-გზა ნებისმიერს შეიძლება აურიოს, თუმცა მაინც არსებობს საზღვარი – გთავაზობთ უგემოვნობის ყველაზე ცნობილ ნიშნებს.

 

ტანსაცმელი, რომელიც ზომის მიხედვით არ გაქვთ შეძენილი

940x700_0xc0a839a4_18341903891466329260

სხვა ზომის ტანსაცმელმა, ყველაზე მოდურმაც კი შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოს. ხშირად მოგწონთ ერთი, მაგრამ გიხდებათ მეორე, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე უბრალო და ნაკლებად ცნობილი მწარმოებლის მქონე ტანსაცმელმა შესაძლოა უფრო დაფაროს თქვენი ნაკლი, ვიდრე პოდიუმიდან შეძენილმა, რომელშიც საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადეთ.

 

ძვირადღირებული ბრენდების პატენტები

940x700_0xc0a839a4_5558999091466329257

პატენტის გარჩევა ორიგინალისგან ძალიან მარტივია – მას არ აქვს იგივე ხარისხი, ფერები და დეტალები. იმ შემთხვევაშიც კი თუ ბრენდის სახელწოდება სწორედ აწერია, უზარმაზარი ოქროსფერი ასოებით ამოტვიფრული Versace ქურთუკზე ან ჩანთაზე, არცერთ ქალს არ მოუხდება.

 

ჩანთა ფეხსაცმლისა და აქსესუარების ტონში

940x700_0xc0a839a4_926168731466329262

ამ დეტალების კომბინაცია თითქმის ყოველთვის ფანტაზიის უქონლობას და მოსაწყენ გემოვნებას ნიშნავს.

 

სამ ფერზე მეტი ჩაცმულობაში

940x700_0xc0a839a4_20630195021466329259

ცისფერი მოსასხამი, ვარდისფერი კაბა, ყვითელი ფეხსაცმელი და წითელი ჩანთა – თუ ასე ხართ შემოსილი, ნიშნავს, რომ გემოვნება არ გაქვთ. დაიმახსოვრეთ, რომ სამი ფერი ერთ ვიზუალში – მაქსიმუმია, რისი უფლებაც თქვენს თავს უნდა მისცეთ.

 

გადაჭარბებული რაოდენობის სამკაული

940x700_0xc0a839a4_18151435511466329264

ყველაფერი საუკეთესო ერთდროულად – ამ პრინციპით სამკაულების არჩევივსას ბევრი ცდება. ყველა თითზე ბეჭედი, ორი ყელსაბამი, გრძელი საყურე და სამაჯური – მსგავსი ვიზუალის მქონე ქალბატონს ალბათ არაერთხელ შეხვედრიხართ. დაიმახსოვრეთ – გრძელი საყურის გაკეთება თუ გადაწყვიტეთ, უმჯობესია ნუ გაიკეთებთ ყელსაბამს, ხოლო თუ მაინცდამაინც ბევრი ბეჭდი გინდათ, ეცადეთ, ისინი რაც შეიძლება მცირე ზომის და მოცულობის იყოს.

გრძელი ფრჩხილები

940x700_0xc0a839a4_4992881511466329264

გრძელ ფრჩხილებს გემოვნებასთან ბევრი არაფერი აქვს საერთო. თითქმის შეუძლებელია, რომელიმე ცნობილი ადამიანის ხელზე უზომოდ გრძელი ფრჩხილის ნახვა, პოდიუმზე კი არასოდეს გაივლის მოდელი, რომელსაც ფრჩხილზე კურდღელი ან გვირილა ახატია. თუ ასეთი რამ მაინცდამაინც გიზიდავთ, უმჯობესია გადახედოთ მანიკურის უკანასკნელ ტენდენციებს. იყავით ბუნებრივი, როგორც ამ კუთხით, ისე ზოგადად, ცხოვრებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები