ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო MTV Video Music Awards-ის შემდგომი წვეულებიდან, რომელშიც ბასტა რაიმსი და მერაია ქერი საკულტო ჰიტს – I Know What You Want მღერიან. ამ უკანასკნელზე იმის თქმა, რომ მღერის გადაჭარბებულიც კია, რისი მიზეზიც არტისტის არაფხიზელი მდგომარეობა აღმოჩნდა.
ალბათ, ვიდეო განსაკუთრებულ ყურადღებას არც მიიქცევდა, რომ არა სწორედ უგონოდ მთვრალი ქერი, რომელსაც ხმამ უმტყუნა. მეტიც, მას სიმღერის ტექსტიც დაავიწყდა და შესრულებისას მხოლოდ შეძახილებით გამოირჩეოდა.
კადრებში ჩანს, რომ უხერხულ, თუმცა სახალისო მომენტზე თავად მომღერალსაც ეცინება, რასაც ვერ ვიტყვით რეპერზე, რომელმაც სიტუაციის განმუხტვა საკუთარ თავზე აიღო.
შეგახსენებთ, რომ MTV-ის მუსიკალური ვიდეოების 42-ე დაჯილდოებაზე ბასტა რაიმსსა და მერაია ქერის სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.