ხათუნა სამნიძე ოპერაციის შემდეგ კლინიკიდან სახლში გამოწერეს.
პოლიტიკოსი თავის დადებით ემოციებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობა უხდის.
„უჰ, გამომწერეს მორიგი ოპერაციის მერე და სახლში ვარ ერთკვირიანი პალატაში მარტოობის შემდეგ.
მადლობა კლინიკა ინოვა-ს უსაყვარლეს მედდებს და გამორჩეული პროფესიონალიზმის ქირურგ ირაკლი თოდუას.
მაგრამ წინ კიდევ ერთ დიდ ბრძოლას, სერიოზულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებასთან ერთად, ეს პოსტიც დასჭირდა.
მიჭირს, მაგრამ გწერთ, ვინც აქამდე სიყვარულით და უდიდესი ენერგიით მგულშემატკივრობდით, გჯეროდათ ჩემი, ვგრძნობ, ისევ გვერდში დამიდგებით და ამიტომაც. არც მაქვს სხვა გამოსავალი, ისეთი რამ დამჭირდა.
მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში კეთდება ის მასშტაბური და რამდენიმე ათეული ათასი ევროს ღირებულების ოპერაცია, რომელიც გადამარჩენს.
ეს უნდა შევძლო ახლობლების დახმარებით, მოვიძიო ეს თანხები და შევიდე კიდევ ერთ რთულ ბრძოლაში. მოვიგებ? კი, ამ ომს მოვიგებ მე. მაგრამ თქვენი დახმარებით და სიყვარულით, როგორც წინა ბრძოლაში ერთი წუთითაც არ მიგვრძვნია თავი მარტოდ მიუხედავად იმისა, რომ ასე შორს ვიყავი.
ოპერაცია სასწრაფოაო ონკოლოგებმა და სამშაბათს მეტი დეტალი მეცოდინება.
ბედნიერი და სიყვარულით სავსე აღდგომა.
ჩემი ანგარიშია თიბისი ბანკში
GE52TB7129045068100001
ჩემი შვილის საქართველოს ბანკში
GE46BG0000000545865833
სალომე დიასამიძე
და ჩემი ძმა pay pal
@IrakliSamnidze“, – წერს ხათუნა სამნიძე.
ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე, რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ, სიმსივნის დიაგნოზზე მკურნალობდა.