LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უიტნი ჰიუსტონი მეხუთე, ხოლო ბიონსე მეოთხე ადგილზე – დასახელდა ,,ყველა დროის 75 საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ არტისტი”

112
photo-collage.png (23)

,,ბილბორდის” სტაფმა ,,ყველა დროის 75 საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ არტისტი” დაასახელა. პერსონალმა ჩამონათვალი ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით შემოგვთავაზა, როგორებიცაა: ვოკალი, მუსიკალური კატალოგი, კარიერული ხანგრძლივობა, ინდუსტრიული მიღწევები, გავლენა თაობასა და კულტურაზე და სხვა.

აღსანიშნავია, რომ არსებულ რეიტინგს ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლების უმრავლესობა უკმაყოფილებას და წუხილს პოზიციების არასწორად გადანაწილებაზე გამოთქვამს.

,,ბილბორდის” გუნდის მიერ შედგენილ ,,ყველა დროის 75 საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ არტისტის” ტოპ ათეულში შედიან: მარვინ გეი (10), R. Kelly (9), მერაია ქერი (8), პრინსი (7), ჯეიმს ბრაუნი (6), უიტნი ჰიუსტონი (5), ბიონსე (4), მაიკლ ჯექსონი (3), არეტა ფრანლკინი (2) და სტივი უანდერი (1).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები