უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების შემდეგ, მომღერლის თაყვანისმცემლებს უამრავი კითხვა დაუგროვდათ. ცოტა ხნის წინ, რეჟისორმა კევინ მაკდონალდმა ვარსკვლავის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოუშვა. ფილმზე მუშაობა თითქმის ორი წელი მიმდინარეობდა, საპრემიერო ჩვენება კი ტრიბეკას ფესტივალზე გაიმართა.
ფილმში ნაჩვენებია ინტერვიუები ჰიუსტონის ოჯახის წევრებთან, უნიკალური საარქივო ფოტო და ვიდეომასალა, სიმღერების ჩაწერისა და უიტნის გამოსვლების გადაღებების პროცესი.
კინოთეატრებში ფილმი 6 ივლისიდან გამოვა.
https://www.youtube.com/watch?v=R0rhC90Z4ok