LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჯარმაში ქართულ ნაგაზს ყელი გამოჭრეს

509

ყელგამოჭრილი ქართული ნაგაზის ფოტოები ადგილობრივებმა სოციალური ქსელით გაავრცელეს და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით,შინაურ ცხოველს სოფელ უჯარმის გამგებელი და დეპუტატი გაუსწორდნენ.

ძაღლის პატრონი შინაური ცხოველის მკვლელობაში სოფელ უჯარმის დეპუტატსა და სოფლის გამგებელს ადანაშაულებს. მარტოხელა მოხუცის განცხადებით, მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ ყელგამოჭრილი ძაღლი კი მან ჭაში ჩაგდებული დილით იპოვა.

თვითმხილველების მტკიცებით ძაღლი უშუალოდ მინდია ჯეირანაშვილმა მოკლა.

ადგილობრივების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ სოფელ უჯარმის დეპუტატი და გამგებლის წარმომადგენელი.

ამ დროისთვის ერთადერთი, ვინც პოლიციამ დაკითხა თავად ნაგაზის პატრონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g