გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი, ოსკაროსანი ჯინ ჰეკმანი და მისი მეუღლე ბეტსი არაკავა საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.
პოლიციის ცნობით, ცოლ- ქმარი სხვადასხვა ოთახებში ნახეს. აღსანიშნავია, რომ წყვილის გერმანული ნაგაზიც გარდაცვლილი იყო.
დასკვნაში წერია, რომ ისინი გარკვეული დროის წინ გარდაიცვალნენ. მათ ძალადობის არანაირი ნიშანი არ ეტყობოდათ. ასევე სახლში ვერც ნახშირბადის მონოოქსიდის გაჟონვის ნიშნები აღინიშნებოდა. გამოძიება დაწყებულია.


