LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკანონო მაინინგების გათიშვა იგეგმება: „მესტიაში იმაზე მეტ დენს მოიხმარენ, ვიდრე მეზობელ 3 მუნიციპალიტეტში ერთად“

105
ipiccy-image (1)

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 17-18 მეგავატია, რაც ჯამურად აღემატება მეზობელი სამი მუნიციპალიტეტის (ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ) მიერ მოხმარებული ენერგიის ოდენობას.

„ეს ძირითადად მაინინგით არის გამოწვეული. ამრიგად, უნდა იყოს რეაგირება მაინინგების შეზღუდვის ნაწილში. ეს იმისთვის, რომ რეალურად ვისაც სჭირდება ენერგია, არ დარჩნენ მიწოდების გარეშე. ყველამ უნდა გადაიხადოს ენერგიის ფული. ამის გარეშე იქ ჩვენ ვერ მოვთხოვთ ენერგო-პროს, რომ მიწოდება ხარისხიანი და უწყვეტი იყოს. თუ არ გადავიხდით ენერგიის გადასახადს, უნდა ვიცოდეთ, რომ გვექნება ხშირი წყვეტები, იქნება ავარიები და ამის გამოსწორებას კიდევ დამატებით გარკვეული დრო დასჭირდება. ამდენად, ისევ ტურიზმზე და მოსახლეობის კომფორტზე აისახება ეს ყველაფერი. გამოსავალი არის, გაითიშოს უკანონო მაინინგები, რომელმაც ქსელი დაამძიმა. და თუ საჭიროება მოითხოვს, უნდა დაყადაღდეს. რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება გაკეთდა შსს-თან ერთად და ეს ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

,,ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც მესტიაში ფიქსირდება“ – ენერგო-პრო ჯორჯია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g