“უხაროდეს შარლ მიშელს.ის სიცოცხლეშივე უკვდავყოფილია”, – ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოპოზიციის მიერ საკანონმდებლო ორგანოში ახალი ფრაქციის შექმნას.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საპარლამენტო ფრაქციაში ერთიანდებიან.
ფრაქციას “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” ერქმევა.
7 წევრისგან შემდგარ ფრაქციაში წარმოდგენილი იქნებიან: ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე. ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.