LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია სახელწოდებით – „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ შეიქმნა

55
vashazeebi

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საპარლამენტო ფრაქციაში ერთიანდებიან.

ფრაქციას “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” ერქმევა.

7 წევრისგან შემდგარ ფრაქციაში წარმოდგენილი იქნებიან: ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე. ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.

“ფრაქცია შეიქმნა შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე. ამ ფრაქციაში გაერთიანებულია სამი პოლიტიკური პარტია და ინდივიდუალური დეპუტატები, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტის თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“ და დამოუკიდებელი დეპუტატები გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე”, – განაცხადა სამნიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები