LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უხერხულობა ოდნავ მაინც არ გაწუხებთ? დათო დოიაშვილი თავის სათქმელს ყველა სივრციდან იტყვის, დოი, ყველაფერი წინ არის“ – ანდრო ჭიჭინაძე კულტურის მინისტრს

233
ანდრო ჭიჭინაძე, თინათინ რუხაძე, დავით დოიაშვილი

„ჩემი სოლიდარობა უღირსეულეს მეგობარს, დათო დოიაშვილს. დოი, ყველაფერი წინ არის“, – ამის შესახებ მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძის წერილშია აღნიშნული, რომელიც კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა წაიკითხეს.

მსახიობი წერილით კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძეს მიმართავს:

„რა დღეში ჩაგიგდია თავი. სავარაუდოდ, ცოტა ისტორია გეცოდინებათ და თქვენი გადაწყვეტილება რამეს ხომ არ გახსენებთ ისევ ჩვენი ისტორიიდან? დათო დოიაშვილი თავის სათქმელს ყველა სივრციდან იტყვის და ხალხი მის სათქმელს დაელოდება იმიტომ, რომ მართალია, ნიჭიერია, ნამდვილია და ღირსეული ადამიანია.

წესით ამ ყველაფრისთვის ვერ უნდა იცლიდეთ. გახსენებთ, გელათი გენგრევათ. გახსენებთ, რომ ხუთი წელია ვერ გადახურეთ და მარტო თქვენი ბრალია, რაც გელათს ჭირს. სვეტიცხოველში ტაშტების შეშუდების მეტს ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავთ. რისთვის იცლით, უხერხულობა ოდნავ მაინც არ გაწუხებთ?“, – წერს ჭიჭინაძე წერილში.

„გადავწყვიტეთ შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა… ქართული თეატრი ქუჩაში საკუთარ მაყურებელს გამოიყვანს“ – კულტურის სამინისტროსთან დავით დოიაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია დასრულდა

აქციის მონაწილეებმა დღევანდელ აქციაზე სოლიდარობა გამოუცხადეს დავით დოიაშვილს, რომელიც „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მსახიობი მიმართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც:

„რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს. გუშინდელ ინტერვიუში, სადაც ყველაფერი იკადრა, ჯერ თავდასხმაში დამადანაშაულა და მერე პირადად ჩემს ოჯახს შეეხო, რომელიც ყველა რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, მათ შორის წინა მთავრობის დროს. ჩემო ირაკლი, ის, რაც გააკეთე, ვინმე თუ გყავს კაცი გვერდზე ჰკითხე, მაგ საქციელს რა ჰქვია. პირისპირ თუ აღმოვჩნდებით, შეძლებ ჩემთვის იმავეს გამეორებას? არა მგონია“, – ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

შეგახსენებთ, „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძეა, რამდენიმე თვეა გაფიცულია.

ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:

„არ ვაღიარებთ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ“ – „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის“ დასი

„მივმართავ თეატრალურ კომფორტში ჩამთბარ და ჩაბიჟვინებულ „მოღვაწეებს..“ – რას წერს დათა თავაძე

„ეს არაა ერთი ადამიანის მოხსნა, ესაა თეატრის დახურვა. დოი არ დაიკარგება, ჩემი თეატრის კარიც ღიაა მისთვის“ – ავთანდილ ვარსიმაშვილი დოიაშვილის გათავისუფლებაზე

„12 წლიდან გიცნობ. ყოველთვის გამოირჩეოდი შენი ნიჭით, ერთგულებით და სამართლიანობით…შენ გაგიმარჯოს ჩემო მეგობარო“ – ეკა ნიჟარაძე

„ეს არის პასუხი მანიფესტს…ქუჩაში გამოსვლაა საჭირო“ – სოფო ნიჟარაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე

დათა თავაძე: „მორჩა შეფასებების დრო! მივდივარ ახალ თეატრთან! ყველა იქ დამხვდით, ან არადა არაფერს აზრი აღარ ჰქონია!!!“

ნათია ფანჯიკიძე: „რამდენი ხელმძღვანელი იცით, რომელიც უსამართლოდ დაჩაგრულ თავის თანამშრომელს ბოლომდე გამოექომაგება და თანამდებობასაც დაკარგავს? რამდენი რეჟისორი გვყავს დღეს, რომლის სპექტაკლებზეც მუდმივად ანშლაგია?

„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი

„დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი“ – ქეთი დოლიძე

კახა კალაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე: „საფუძველი არ ვიცი, მაგრამ რასაც ვუყურებ, თუ მას პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას – თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედო კონკრეტულ მიმართულებას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g