უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს 2030 წლისთვის გენდერული სახელფასო სხვაობის 18,6%-დან 13,6%-მდე შემცირება სურს
ეკონომიკის მინისტრის იულია სვირიდენკოს თქმით, გენდერული სახელფასო სხვაობის შემცირების ინიციატივა თანაბარი ანაზღაურების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესებას გულისხმობს. გარდა ამისა, ის თანმხლებ ქმედით ნაბიჯებთან ერთად ხელს შეუწყობს სქესობრივი ნიშნით გამიჯნულ პროფესიებთან დაკავშირებული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის დაძლევას, ასევე, ხელსაყრელი პირობების შექმნას ოჯახური და პროფესიული პასუხისმგებლობების შეთავსებისთვის და სახელმწიფოსა და საზოგადოების ჰარმონიული განვითარებისთვის.