პირველი რუსი გენერალი მოკლეს – „მოემზადონ დანარჩენები“
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რუსი გენერალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი პოლიტიკოსი მე-8 მოწვევის რადას დეპუტატი ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს.
„პირველი წავიდა.
პირველი რუსი ოკუპანტი გენერალი მოკლულია უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში.
მოემზადონ დანარჩენები.
თუ არადა ბატონო გენერლებო, მიმართეთ ზემდგომებს, რომ უკრაინაში შეჭრა ეს სისხლიანი ავანტიურაა, რომელიც დაღუპავს რუსეთს, თუ მას დაუყოვნებლივ არ შეაჩერებთ.
უკრაინა- ეს თქვენი ავღანეთია. თუმცა 10 წელი ლოდინი დაშლისთვის რუსეთს არ მოუწევს“, – წერს უკრაინელი პოლიტიკოსი და გარდაცვლილი გენერლის ფოტოს აქვეყნებს.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში