უკრაინა მსოფლიო ბანკისგან 700 მილიონ დოლარს მიიღებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის თავმჯდომარემ დევიდ მალპასმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის დროს ისაუბრეს.
არსებული ინფორმაციით, მსოფლიო ბანკში 500 მილიონი დოლარის სასესხო წინადადება სახელწოდებით: „უკრაინაში გადაუდებელი ეკონომიკური სიტუაციის აღდგენის დაფინანსება“ (FREE Ukraine) უკვე განიხილეს.
„სესხი გაიზარდა ორმხრივი პარტნიორების – ნიდერლანდების და შვედეთის მიერ გაცემული გარანტიებით“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.
მალპასმა განუცხადა ზელენსკის, რომ ბანკი მარტის ბოლომდე მუშაობს დამატებით 200 მილიონი დოლარის სწრაფად გაცემისთვის.
ამასთანავე, შეიქმნა „მულტიდონორთა ნდობის ფონდი“ (MDTF), რომელიც დონორებისგან საგრანტო რესურსს უკრაინაში მოიზიდავს.