ამერიკა-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ამერიკა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებასა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას დაუყოვნებლივ განაახლებს.
ჯიდაში მოლაპარაკებები დასრულდა: რა ვიცით ამ ეტაპზე?
- მოლაპარაკებები 7 საათი გაგრძელდა;
- უკრაინა თანახმაა 30 დღით სრულად შეწყვიტოს ცეცხლი;
- ახლა ამერიკა ამ შეთანხმებას რუსეთს წარუდგენს;
- ამერიკა განაახლებს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას;
- ამერიკა ასევე განაახლებს შეჩერებულ სამხედრო დახმარებას;
- ამერიკის დელეგაცია იმედოვნებს რომ ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმებას რუსეთი დათანხმდება; *
მინერალებზე შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერიათ, მაგრამ ის დღის წესრიგში რჩება”, – წერს Fox news-ის ჟურნალისტი, ნანა საჯაია.