LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინა ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე მისი გაწევრიანება უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება“ – ვიქტორ ორბანი

355
ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით „უკრაინა ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე მისი გაწევრიანება უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, რადგან უკრაინის გაწევრიანება გაანადგურებს უნგრელ ფერმერებს და არა მხოლოდ მათ, არამედ მთელ უნგრულ ეკონომიკას“.

ამასთან, უნგრეთის პრემიერმა უნგრეთის შიდა საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ და სამ შვილიანი დედები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან და მიმდინარე წლის აპრილიდან საცხოვრებელი სახლისთვის სესხების საპროცენტო განაკვეთებს 5%-მდე შეამცირებს.

„ჩვენ ვაცხადებთ ევროპაში ყველაზე მასშტაბურ საგადასახადო შემცირების პროგრამას“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g