LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სგან სამხედრო დახმარება მიიღო

149
ბრიტანეთი უკრაინისთვის

უკრაინამ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სგან სამხედრო დახმარება მიიღო. უკრაინის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბორისპოლის აეროპორტში აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების ფარგლებში, რიგით მეცხრე თვითმფრინავი დაეშვა.

მინისტრის თქმით, უკრაინამ აშშ-სგან დახმარების სახით 80 ტონა საბრძოლო ვაზნები მიიღო. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის სახმელეთო ძალებს სხვადასხვა სახის აღჭურვილობა გადასცა. კერძოდ, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები და სხვა სამხედრო საჭიროების აღჭურვილობა.

სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული თვითმფრინავები უკრაინაში 8-9 თებერვალს ჩაფრინდნენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ვიაჩესლავ შაპოვალოვის განცხადებით, უკრაინა აფასებს პარტნიორების მხარდაჭერას და პრაქტიკულ მზადყოფნას, ერთობლივად დაიცვან უკრაინის დემოკრატიული ღირებულებები.

მისი თქმით, პარტნიორების მიერ გადაცემული აღჭურვილობით პირველ რიგში, სასაზღვრო რეგიონში განთავსებული სახმელეთო ძალების სამხედროები აღიჭურვებიან.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა კი, სამთავრობო სხდომაზე განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, უკრაინამ პარტნიორებისგან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g