LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ ესპანეთისგან პირველი Hawk საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მიიღო

125
Fi-2YffXwAYxcFc

უკრაინამ ესპანეთისგან პირველი Hawk საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მიიღო.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ესპანეთი მხარს უჭერს უკრაინას და ჰუმანიტარული და უსაფრთხოების სფეროს დახმარება გაგრძელდება.

“ოდესაში შევხვდი ესპანეთის თავდაცვის მინისტრს, მარგარიტა რობლესს. ჩვენ პატივი მივაგეთ უკრაინისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას და საავადმოყოფოში ჩვენი მებრძოლები მოვინახულეთ. ესპანეთი მხარს უჭერს უკრაინას: ჰუმანიტარული და უსაფრთხოების სფეროს დახმარება გაგრძელდება.

მეტი ჩვენი მებრძოლი გაივლის წვრთნას ესპანეთში. ესპანეთისგან ჩვენი პირველი Hawk საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები უკვე მივიღეთ”, – თქვა რეზნიკოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g