LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდება ჩამოართვა

144
კახა კალაძე

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჩამოართვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის გარდა უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ წოდება კიდევ რამდენიმე სპორტსმენს ჩამოართვა. კერძოდ, ყოფილ ფეხბურთელს ანატოლი ტიმოშჩუკს და მოჭადრაკე სერგეი კარიაკინს.

ცნობისთვის, კახა კალაძე 1998-2001 წლებში კიევის „დინამოს“ რიგებში ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც უკრაინის ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული სამჯერ გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g