LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ რუსეთის შეტევა 12 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია – გენშტაბი

142
უკრები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 52 საავიაციო და 6 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათგან 2 დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ განახორციელა 63 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის დონეცკის და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, სადაც აქტიურად იყენებენ ავიაციასაც.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხარკოვის ოლქის 2, ლუჰანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 8 დასახლებული პუნქტის რაიონში.

ოლექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს 

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 18 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 4 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 5 რაიონი, მართვის 2 პუნქტი, საჰაერო თავდაცვის სისტემის 1 პოზიცია და საბრძოლო მასალების საწყობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g