LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინას 1 მლრდ ევრო გადავეცით, თითქოს დიდი თანხაა, მაგრამ იმავე თანხას პუტინს ყოველდღე ენერგორესურსებისთვის ვუხდით: ბორელი

246
Untitled design (8)

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირს სამი მიზანი ამოძრავებს: რუსეთის იზოლირება, საერთაშორისო თანამეგობრობის გაერთიანება და მცდელობა, რომ უკრაინაში ომი “ცივ ომში” არ გადაიზარდოს.

ბორელმა ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. 

მან ყურადღება გაამახვილა უკრაინის ფინანსურ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ იმ თანხას, რომელიც უკრაინის დასახმარებლად გაიღეს, რუსეთს ყოველდღე ენერგორესურსებისთვის უხდიან:

“უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა, ომი დასრულდეს, მაგრამ არა ნებისმიერი შესაძლო შედეგით, სწორედ ამიტომ უნდა განვაგრძოთ უკრაინის შეიარაღება და ჩვენ დღეს გვჭირდება ნაკლები აპლოდისმენტები და მეტი დახმარება.

ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ ზელენსკის გმირობაზე და ამის ნაცვლად, მეტი იარაღი გადავცეთ უკრაინას. ეს არის ის, რასაც უკრაინელები ჩვენგან ელოდებიან და ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ. მეტი ზეწოლა უნდა განვახორციელოთ რუსეთზე და დავეხმაროთ უკრაინას თავდაცვაში.

ჩვენ უკრაინას 1 მილიარდი ევრო მივეცით, შეიძლება ეს ბევრად მოგეჩვენოთ, მაგრამ 1 მილიარდი ევრო არის თანხა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუხდით პუტინს, ენერგიისთვის, რომლითაც ჩვენ გვამარაგებს.

ომის დაწყებიდან დღემდე ჩვენ მათ 35 მილიარდი ევრო გადავუხადეთ. შეადარეთ 1 მილიარდი, რომელიც უკრაინას მივეცით შეიარაღებაში და ეს გიგანტური სხვაობა”, – განაცხადა ბორელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები