LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი“ – ჯეიმს კლევერლი მოსკოვში დრონებით თავდასხმაზე

123
ჯეიმს კლევერლი

მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი ეხმაურება და აცხადებს, რომ „უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი“.

კლევერლიმ განმარტა, რომ „საზღვრებს მიღმა ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები უკრაინის თავდაცვის ნაწილია“.

„უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. მას, რა თქმა უნდა, აქვს ლეგიტიმური უფლება, გააკეთოს ეს საკუთარ საზღვრებში, მაგრამ ასევე აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა საზღვრებს მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალა უკრაინაში.

ასე რომ, საზღვრებს მიღმა ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები უკრაინის თავდაცვის ნაწილია და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ,“ – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

ცნობისათვის, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვს რვა უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს, რომლიდანაც ხუთის ჩამოგდება შეძლეს.

უკრაინა კი თავდასხმაში კიევის მონაწილეობას უარყოფს.

პუტინი: კიევის რეჟიმმა სხვა გზა აირჩია, რუსეთისა და მისი მოქალაქეების დაშინების გზა – ეს ტერორისტული საქმიანობის აშკარა ნიშანია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები