LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: კიევის რეჟიმმა სხვა გზა აირჩია, რუსეთისა და მისი მოქალაქეების დაშინების გზა – ეს ტერორისტული საქმიანობის აშკარა ნიშანია

195
put5

რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმა ტერორისტული აქტია.

„ეს ომი ჩვენ არ გაგვიჩაღებია 2014 წელს – კიევის რეჟიმმა გააჩაღა დონბასში. და ჩვენ არ ვიყენებთ ამ საშუალებებს, რომლებსაც უკრაინელები იყენებენ. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა მოსკოვში მშვიდობიან ობიექტებზე თავდასხმა.

მოგეხსენებათ, კიევის რეჟიმმა სხვა გზა აირჩია, რუსეთის დაშინების, რუსეთის მოქალაქეების დაშინების და საცხოვრებელ კორპუსებზე დარტყმის მცდელობის გზა. ეს, რა თქმა უნდა, ტერორისტული საქმიანობის აშკარა ნიშანია“, – განაცხადა კრემლის ლიდერმა.

დღეს მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვს რვა უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს, რომლიდანაც ხუთის ჩამოგდება შეძლეს.

უკრაინაში თავდასხმაში კიევის მონაწილეობას უარყოფენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g