ამ დროისთვის უკრაინაში დაახლოებით 90 000 რუსი სამხედრო იმყოფება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.
„დაახლოებით 90 000 ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა და სადღაც 22 000 საზღვრებზე ბედნიერად იმალება ბუჩქებში და წერენ მოხსენებებს დედიკოებს და მამიკოებს: „არ გვინდა ბრძოლა, აქ საშინელებაა, შეიძლება აქედან წავიდე“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 20 900 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.