ვლადიმირ ზელენსკიმ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. მან გადაწყვეტილება საგანგებო თათბირის შემდეგ მიიღო.
უკრაინის პრეზიდენტმა ავიაკატასტროფის მსხვერპლთა მიმართ პატივისცემის ნიშნად სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშების დაშვების განკარგულებაც გასცა.
შეგახსენებთ, რომ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილმათვითმფრინავმაბოინგ 737-მა, რომელიც თეირანიდან კიევის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა, 8 იანვარს ირანის დედაქალაქის აეროპორტთან კატასტროფა განიცადა.
ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.