LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვმა 900-ს გადააჭარბა, მათ შორის 39 ბავშვია 

91
დსგე

უკრაინული მედია გაეროს მიერ დადასტურებული მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმიდან 24 დღეში უკრაინაში დაიღუპა 902 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 39 ბავშვი. დაიჭრა 1459.

უმაღლესი კომისრის ოფისში განმარტავენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაცილებით მეტია. ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება ისეთი რაიონებიდან, როგორიცაა მარიუპოლი, ვოლნოვახა, იზიუმი და სხვა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი ძირითადად, გამოწვეულია მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევების და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.

კიევმა მოსკოვს აცნობა, რომ მარიუპოლის ჩაბარების საკითხი არ განიხილება – უკრაინის ვიცე-პრემიერი

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

რაც შეეხება უკრაინული მხარის მონაცემებს, ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში დაღუპულია სულ მცირე 2300 მშვიდობიანი მოქალაქე.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 20 მარტამდე დაღუპულია 115 ბავშვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g