უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლები, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა სამშობლოში ჩამოასვენეს.
მანამდე საქართველოში ჩამოასვენეს ბიწაძესა და ცაავასთან ერთად უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე.
უკრაინაში რუსეთის აგრესიას 9 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკა შანავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.