LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე სამშობლოში ჩამოასვენეს

109
ykykykyk

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში დღეს დილით ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არკადი კასრაძის ცხედარს საქართველოსა და უკრაინის დროშებით, ანთებული სანთლებით ხელში დახვდნენ.

არკადი კასრაძე ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში შეტაკებების დროს დაიღუპა.

ხვალისთვის იგეგმება მასთან ერთად 16 აპრილს უკრაინაში დაღუპული ზაზა ბიწაძისა და ალიკა ცაავას საქართველოში ჩამოსვენება.

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 9 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკა შანავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g