უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ირაკლი ქურციკიძე სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და ახლობლები იმყოფებოდნენ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ირაკლი ქურციკიძე ოკუპანტებთან შეტევითი ოპერაციის დროს სამხედრო ტექნიკის აფეთქებას ემსხვერპლა. ქურციკიძე უკრაინაში 2022 წლის მაისიდან იბრძოდა.
ცნობისათვის, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში, ომში დაღუპულია 50-ზე მეტი ქართველი სამხედრო, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ.