უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. დაღუპულის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ახლობლები დახვდნენ.
47 წლის კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში, რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმისას 10 ივლისს დაიღუპა.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთთან ომს 17 ქართველი მებრძოლი შეეწირა.