„უკრაინაში დიდი მწუხარებით მოვედი, მაგრამ დიდი სიამაყით ვტოვებ“, – აღნიშნული განცხადება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერნა ნენსი პელოსმა განაცხადა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე პელოსმა განაცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა მისთვის დიდი პატივია.
ნენსი პელოსი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
ნენსი პელოსის განმარტებით, საუბრის მთავარი თემა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა და უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა იყო, რაც ქვეყანას ფეხზე დადგომაში დაეხმარება.
„ვოლოდიმირ ზელენსკის მე გადავეცი შეერთებული შტატების კონგრესის საერთო გაზავნილი, მისი ლიდერობისთვის ამერიკელი ხალხის დადებითი გზავნილი და უკრაინელი ხალხის გამბედაობით გამოწვეული აღფრთოვანება. მე უკრაინაში დიდი მწუხარებით მოვედი, მაგრამ დიდი სიამაყით ვტოვებ მას“,- განაცხადა ნენსი პელოსმა.