LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნენსი პელოსი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

86
image

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ამერიკელი კანონმდებლების დელეგაციასთან ერთად კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პელოსს იმ დახმარებისათვის, რომელსაც აშშ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლიათვის ახორციელებს.

„გეწვიეთ რათა მადლობა გადაგიხადოთ თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლისთვის. თქვენი ბრძოლა არის ბრძოლა ყველასთვის. ასე რომ, ჩვენი ვალდებულებაა ვიყოთ აქ თქვენთან სანამ ბრძოლა არ დასრულდება”, – განუცხადა პელოსიმ ზელენსკის.

„შეერთებული შტატები უკრაინის ძლიერ მხარდაჭერაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ლიდერია. გმადლობთ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დახმარებისთვის!“,- დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g