LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ფრენების შეჩერება მოუწია Wizz Air-საც

248
50500-1518464187

უკრაინაში საომარი მოქმედებებისა და ქვეყნის საჰაერო სივრცის დროებით ჩაკეტვის გამო, ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან ფრენების შეაჩერება მოუწია უნგრულ ავიაკომპანია Wizz Air-საც. ინფორმაციას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე თავად ავიაკომპანია ავრცელებს.

„ჩვენი მგზავრების და ეკიპაჟის უსაფრთხოება რჩება ჩვენს ნომერ პირველ პრიორიტეტად. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინაში ვითარება მალე დასტაბილურდება”, – აცხადებენ Wizz Air-ში.

მათივე ცნობით, მგზავრებს, რომელთაც ბილეთები შეძენილი აქვთ უკრაინამდე/უკრაინიდან დამატებითი ინფორმაცია შეუძლიათ მოიძიონ wizzair.com-ზე, ან ალტერნატიულად, ავიაკომპანიის ქოლ ცენტრის მეშვეობით: 00380 893 202 532.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g