უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა გოგოლი დაიღუპა.
ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი რომეო ფარულავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“კიდევ ერთი ქართველი, კახა გოგოლი.
ქართველი პარტიზანების მებრძოლი ლუგანსკის ოლქში. ნათელში გამყოფოს უფალმა ჩემო ძმაო,” – წერს ფარულავა.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთთან ომს 17 ქართველი მებრძოლი შეეწირა.