უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში კავკასიური ლეგიონის მეთაური ლადო გამსახურდია ავრცელებს.
ქართველი გმირი სწორედ ამ ლეგიონის წევრი იყო.
„ზურაბ ოდიშვილი, ჩვენი მეგობარი გმირი ქართველი!
ეს რა ცუდი ამბავი გავიგე ძმაო.
ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს.
ცრემლები აღარ გვაქვს და გული ქვა გაგვიხდა ყოველ დღე დავტირით ჩვენს გმირებს! ოქროს გულის კაცი!“ – წერს ლადო გამსახურდია.