უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი – მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი დაიღუპა.
ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველები იუწყებიან.
ინფორმაციას „ფორტუნას“ უდასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ.
მათივე ცნობით, ყველა შესაბამისი პროცედურა განხორციელდება.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 46 ქართველი მებრძოლია დაღუპული.