LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება და საქართველოს მიმართ ინტერესები ფუნდამენტურად შეიცვლება“ – ბიძინა ივანიშვილი

180
ბიძინა ივანიშვილი

უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა.

მისივე თქმით, ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ.

„გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს.

შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები