LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში მოკლეს ოსი ბოევიკი, რომელიც არსებული ინფორმაციით, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა

223
2025-03-23_01-47-23_339887

უკრაინაში მოკლეს ოსი ბოევიკი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„უკრაინელებმა გაანადგურეს ყაზბეგ ტიმოვი(ოსი სეპარატისტი)- გიორგი ანწუხელიძის უშუალო ჯალათი/მკვლელი.
ჩვენს მაგივრად აიღეს სისხლი ჩვენმა ძმებმა!
დიდება გმირებს!
დიდება უკრაინას!
დიდება უკრაინაში მებრძოლ ქართველ და სხვა ეროვნების მეომრებს!“, – წერს დავით ქაცარავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g