LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში მშვიდობა იქნება ჩვენი პირობებით და არა იმათი, ვიზეც ევროპაში დაბნეული პოლიტიკური იმპოტენტები ჩხავიან

202
დმიტრი მედვედევი

უკრაინაში მშვიდობა იქნება ჩვენი პირობებით, – რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, რუსეთი ყველა მიზანს მიაღწევს და იქნება მშვიდობა.

„იარაღის პროფესიონალი ქურდები შეერთებულ შტატებსა და უკრაინაში ჯიბეებს კარგად გაივსებენ. ტერორისტებსა და რადიკალებს ექნებათ მეტი სასიკვდილო ტიპის სამხედრო ტექნიკა. რუსეთი კი ყველა მიზანს მიაღწევს და იქნება მშვიდობა ჩვენი პირობებით და არა იმათი პირობებით, რომლებზეც ევროპასა და ოკეანეს მიღმა დაბნეული პოლიტიკური იმპოტენტები ჩხავიან“, – წერს მედვედევი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g