LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან 21 000 რუსი სამხედრო მოკლეს

197
GettyImages_1238768051

ომის დაწყების დღიდან უკრაინაში 21 000 რუსი სამხედრო მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე ოკუპანტების ზარალმა შეადგინა:

21 200-მდე სამხედრო, 838 ტანკი, 2162 ჯავშანმანქანა, 397 საარტილერიო სისტემა, 138 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 69 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემები, 176 თვითმფრინავი, 153 შვეულმფრენი, 1523 საავტომობილო ტექნიკა, 8 ერთეული გემი/ კატერი, 76 ცალი საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 172 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 27 ცალი სპეცტექნიკა, 4 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი OTRK / TRK.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g