LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 300 კომპანია დაარეგისტრირეს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

133
pasport

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 300 კომპანია დაარეგისტრირეს – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2022-2023 წლებში რეგისტრირებული რუსული კომპანიებიდან მხოლოდ 1700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი. მათი 82% საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს.

„კომპანიების 4.9% დიზაინერულ და სარეკლამო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს. 4.4% განათლების, ხელოვნებისა და გართობის სფეროში საქმიანობს; 3.3% ვაჭრობასა და წარმოების სფეროშია, ხოლო კომპანიების 5.3% სხვადასხვა მომსახურების სფეროს წარმომადგენელია“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

mazda magti 5g