უკრაინაში ომის გამო, 7 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
მისივე თქმით, იძულებით გადაადგილებული პირებიდან 60% ქალია, 25% ბავშვი, 25% პენსიონერი, 200 000-ზე მეტი კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
„ჯერჯერობით, რეგისტრირებულია დაახლოებით 5 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი, თუმცა რეალური რიცხვი 7 მილიონია. 5 მილიონზე მეტმა უკრაინელმა იპოვა დროებითი თავშესაფარი უკრაინის გარეთ”, – განაცხადა ვერეშჩუკმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ბრიტანეთი უკრაინას 14-ის ნაცვლად, 28 Challenger 2-ის ტანკებს გაუგზავნის
„რუსეთის არმია წარუმატებლად ცდილობს ბახმუტის ალყაში მოქცევას” – უკრაინის გენშტაბი