LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთის არმია წარუმატებლად ცდილობს ბახმუტის ალყაში მოქცევას” – უკრაინის გენშტაბი

135
BAXMUTI

რუსეთის არმია წარუმატებლად ცდილობს ბახმუტის ალყაში მოქცევას, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მისივე ცნობით, დღეს ოკუპანტები ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და უგლედარის მიმართულებით შეტევას აგრძელებდნენ და დღის განმავლობაში 4 სარაკეტო და 10 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

„მტერი წარუმატებლად ცდილობს ბახმუტის ალყაში მოქცევას. დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მრავალი თავდასხმა დონეცკის ოლქის ვასიუკოვკას, ორეხოვო-ვასილიევკას, დუბოვო-ვასილიევკას, გრიგორიევკასა და ბახმუტის დასახლებებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის ძალების ავიაციამ დღეში 12 დარტყმა განახორციელა ოკუპანტების პერსონალის და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებზე, ასევე 2 იერიში მიიტანეს საზენიტო სარაკეტო სისტემებზე და 1 – მტრის საბრძოლო მასალის საცავზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები