LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ომს უკვე 12 ჟურნალისტი ემსხვერპლა

134
Untitled design (8)

რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომს, ერთი თვის მანძილზე, უკრაინაში 12 ჟურნალისტი ემსხვერპლა. 

ომში გარდაცვლილი და დაშავებული ჟურნალისტების შესახებ ინფორმაციას The Insider ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ომის მიმდინარეობისას დაშავდა 10 ჟურნალისტი.

ასევე, გამოძიების ერთიანი რეესტრის წინასწარი მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დანაშაული ჩაიდინეს მედიის, სულ მცირე, 56 წარმომადგენლის მიმართ, აქედან 15 არა უკრაინის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

დაღუპულ ჟურნალისტებს შორის არის The Insider-ის თანამშრომელი ოქსანა ბაულინა

კიევში დაბომბვას The Insider-ის ჟურნალისტი ემსხვერპლა

ოქსანამ უკრაინის დედაქალაქში, პოდოლსკის რაიონის დაბომბვის შედეგებს იღებდა და მორიგ სარაკეტო თავდასხმაში მოჰყვა.

მასთან ერთად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ორი ადამიანი კი დაიჭრა.

რუსმა სამხედროებმა უკრაინელი ჟურნალისტი გაიტაცეს: უკრაინული მედია

კიევის მახლობლად, ფრონტის ხაზიდან ფოტოჟურნალისტი მაქსიმ ლევინი დაიკარგა: უკრაინული მედია

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

mazda magti 5g