ცნობილი ფოტოჟურნალისტი მაქსიმ ლევინი, რომელიც ფრონტის ხაზზე, კიევის მახლობლად მუშაობდა, გაუჩინარდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლევინი, რომელიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობდა, ბოლოს კონტაქტზე 13 მარტს გამოვიდა.
ლევინის მეგობარი მარკიან ლისეიკო ამბობს, რომ ბოლო კომუნიკაციის დროს ლევინი ომის ზონაში – ვიშგოროვსკის რაიონში იყო და მუშაობდა.
ლისეიკოს განცხადებით, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იმ მხარეში, სადაც მაქსიმს უნდა ემუშავა, საკმაოდ ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო, რომლის დროსაც იგი შეიძლება დაშავებულიყო ან ტყვედ ჩავარდნილიყო.
მელიტოპოლში უკრაინელი ჟურნალისტები დააკავეს
რუსმა სამხედროებმა უკრაინელი ჟურნალისტი გაიტაცეს: უკრაინული მედია
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში